/28 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

28 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

Spread the love

28 ქართველ ჯარისკაცს, რომელთაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდათ, ეზუგბაიას თქმით, ისინი გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის სპეციალური რეისით საქართველოში გადმოიყვანეს.

ეზუგბაიას ინფორმაციით მათი ინფიცირების წყარო ადგილობრივი მედპერსონალია.

“ეს პირები, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით ჩამოყვანილი იყვნენ საქართველოში. მათ თან ახლდნენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი. წყარო გახლავთ ადგილობრივი მედპერსონალი. იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო ძალები ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, მათ ინფექციის დადასტურებისთანავე მოახდინეს მათი იზოლაცია. აქედან გამომდინარე, სხვა საქართველოს სამხედრო პირებს არ ემუქრებათ კორონავირუსით ინფიცირება.

ახლა იმყოფებიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ჩაუტარდათ კვლევები და მათი მდგომარეობა სტაბილურია. გართულლბებები არ შეიმჩნევა. დავაკვირდებით და დანარჩენ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალის წარმომადგენლები მოგაწოდებენ”, – ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, რადგან სამხედრო პირებს ვირუსი სხვა ქვეყანაში დაუდასტურდათ, ეს მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკაში არ აისახება.

“დაემატება შემოტანილ შემთხვევებს. საქართველოში დადასტურებული 112 პაციენტი მკურნალობს, თუ ამას დავუმატებთ 28-ს, არა ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულს, პრინციპში, გამოდის, რომ 130 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში, ოღონდ, 28 შემოტანილი შემთხვევის ჩათვლით”, – ამბობს ეზუგბაია.

 

 


Spread the love