ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 973 შემთხვევა გამოვლინდა.
5-5 ახალი შემთხვევა იყო უკანასკნელ დღეებშიც, კერძოდ 7,8,9 ივლისს.
კორონავირუსისგან უკანასკნელი მონაცემებით განიკურნა 2პაციენტი, ჯამში სულ გამოჯანმრთელდა 846 პირი.
საქართველოში ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი.