/ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ახალი საგრანტო პროექტი დაიწყო

ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ახალი საგრანტო პროექტი დაიწყო

Spread the love

სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით,   დაიწყო პროექტი სახელწოდებით  ,,კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენების შემსუბუქება”
რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, პროექტის მთავარი მიზანია,  ადგილობრივ მოსახლეობას მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს  მიკრო და საშუალო ბიზნესს გაძლიერებაში.
ონი და ამბროლაური პროექტის სამიზნე რეგიონებია.
პროექტი ორი  კომპონენტისაგან შედგება,  ერთი ეს არის, მოწყვლადი ფენების მხარდაჭერა, სასოფლო–სამეორნეო საქონლით (იგულისხმება ნერგები და შინაური ფრინველები). ბენეფიციარები იქნებიან მრავალშვილიანი დედები და მარჩენალ დაკარგული ოჯახები.
მეორე კი არის,  საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში სულ 20 ბეფიციარის მხარდაჭერა მოხდება.  ერთ ბენეფიციარზე თანხა 5000 ლარი არის, გრანტის მიმღების თანამონაწილეობა 10%.  მონაწილეობა შეუძლია როგორც არსებულ მეწარმეებს, ასევე დამწყებებს, რომლებიც შემდგომ დარეგისტრირდებიან.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკატერინე მესხირკაძე პროექტის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება.
ვის შეიძლება ჩაერთოს საგრანტო კონკურსში?
–საგრანო კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მოქმედ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული, სავალდებულოა რეგისტრირებულნი იყვნენ ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე დამწყებ მეწარმეებს რომლებსაც შეუძლიათ შემდეგ დარეგისტრირდენ.
 რამდენად იქნება  პროექტი ყველასთვის ხელმისაწვდომი? მოსახლეობის ინფორმირებაზე ვინ იზრუნებს და ფორმით?
– ამ კვირაში გვქონდა ძალიან აქტიური შეხვედრები, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან,  ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თემის რწმუნებულები მაქსიმალურად დაგვეხმარებიან ინფორმაციის გავრცელებაში.
ბუნებრივია ეს ინფორმაცია იქნება www.job.ge–ზე,  გარდა ამისა, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე და ასევე მათ facebook–ზე.
აპლიკაციების მიღება www.job.ge ზე,  10 ივლისიდან  დაიწყება და დასრულდება 2 აგვისტოს.
დამატებითი კითხვებისათვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, თამარ ვაწაძეს მობ.:  577 23 54 36
ვებ–გვერდი: www.caritasczech.org 
ელ.ფოსტა: ccrg-tender@caritas.cz 

პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორამციისთვის მოუსმინეთ, ეკატერინე მესხირკაძეს– https://bit.ly/2ZZysA2


 

 


Spread the love