/კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

Spread the love

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.
„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდეს.
ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ.“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით,  დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც ისარგებლებენ.

 

 


Spread the love