/სახელმწიფო მეიჯარეთა ნაწილს მიწას საკუთრებაში გადასცემს

სახელმწიფო მეიჯარეთა ნაწილს მიწას საკუთრებაში გადასცემს

Spread the love

მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი მიწას სახელმწიფოსგან, კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში მიიღებენ.
„ჩვენ სულ ახლახან გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამწლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით, წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში.
ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ.
მეორეს მხრივ ეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Spread the love