/ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა იხსნება

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა იხსნება

Spread the love

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათს, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება.
 ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამ აკრძალვის მოხსნას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ასევე იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 


Spread the love