ლისაბონის გრასას მონასტრის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
მასზე დედოფლის ირანში ჩამობრძანება, წამება და შემდგომ ავგუსტინელი ბერების მიერ მისი წმინდა ნაწილების თეიმურაზ მეფისთვის გადაცემაა აღბეჭდილი.
XVIII საუკუნის გრაფიკული გამოსახულება (12/3) მოჭიქულ თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით არის შესრულებული.
2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახერხა პანოს რესტავრაცია და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
© საყდრისის კომიტეტი