ევროპის ფონდი იწვევს 20 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრებად (ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა ფარავს 27 მუნიციპალიტეტს).
თუ ხარ:
- 15-დან 21 წლამდე
- ცხოვრობ რაჭის (ამბროლაური და ონი), აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) ასპინძის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ლანჩხუთის, მარნეულის, მარტვილის, სვანეთის, ტყიბულის, ფოთის, ჩოხატაურის, წალკის, წეროვნის, ხობის, ხონის მუნიციპალიტეტში
- გსურს წვლილი შეიტანო შენი თემის არსებული საჭიროებების მოგვარებაში
⋅გახდი შენს თემში არსებული ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი და გაიუმჯობესე ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, ობიექტურად და გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის უნარები
⋅შეარჩიე და დააფინანსე თანატოლების მიერ შექმნილი საპროექტო იდეები
გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია: https://docs.google.com/…/1bpMQIbYCRqkKwWqEy7x-WkXUTa3…/edit
აპლიკანტები გაივლიან ვირტუალურ გასაუბრებას, რომელიც ჩატარდება ყოველ კვირას, აპლიკანტებთან წინასწარ ჩანიშნულ დროს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 31 ივლისი.
ახალგაზრდული იდეის და ევროპის ფონდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/2ZMp3vr