/საგანგაშო სტატისტიკა

საგანგაშო სტატისტიკა

Spread the love

 

საქართველო, იმ მცირერიცხოვან ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც,
დემოგრაფიული თვალსაზრისით კრიტიკული მდგომარეობა აქვთ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია
მაღალმთიანი სოფლების, მოსახლეობისგან მთლიანად დაცლა მოხდეს.

საქართველოში წლების მანძილზე არსებული დემოგრაფიული
პრობლემები, განსაკუთრებით თვალსაჩინო 1990-იანი წლების პირველ ნახევრიდან გახდა,
და დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად განიხილება.

მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა  კატასტროფულად მცირდება, ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, გარე მიგრაცია, ურბანიზაცია, გარემო პირობები თუ სხვა. რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი კი ამ მხრივე ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, სოფლების უმეტესობა დაცლილია.

2018–2019 წლისა და 2019–2020 წლების სტატისტიკის შესაბამისად, მოსწავლეების რაოდენობით ჩვენი რეგიონისაქართველოში ბოლო ადგილზეა.

ბოლო მონაცემებით  რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 2928  მოსწვლე და 68 სკოლაა, აქედან: 1030 ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  სწავლობს, 505 ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 533 –ონის მუნიციპალიტეტში, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში–860 მოსწავლეა.

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ერვნული სამსახური

 

 


Spread the love