/პროექტის პრეზენტაცია – „პროექტის სამიზნე აუდიტორიებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების თანამონაწილეობით“

პროექტის პრეზენტაცია – „პროექტის სამიზნე აუდიტორიებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების თანამონაწილეობით“

Spread the love

2020 წლის 7 ივლისს, ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით პროექტის – „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა – ინფორმირებული მოსახლეობა“ – ფარგლებში, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია/მრგვალი მაგიდა – დისკუსია – თემაზე: „პროექტის სამიზნე აუდიტორიებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების თანამონაწილეობით“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას. დისკუსიის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს საინფორმაციო ბუკლეტების ფორმატსა და შინაარსზე, აგრეთვე იმ ვიდეორგოლების თემატიკაზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია, ქ. ამბროლაურის თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების განვითარება და მათი ეფექტური გამოყენება მუნიციპალიტეტის თემის მოსახლეობისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.

 

 


Spread the love