/ტურისტული ბილიკები გაიწმინდა

ტურისტული ბილიკები გაიწმინდა

Spread the love

 

რაჭაში,  ამბროლაურის მიმდებარედ,  ა(ა)იპ ამბროლაურის ტურისტული ცენტრის მიერ, ბილიკები გაიწმინდა.

  •  წესი –ველიეთის ბილიკი
  • ჭელიში-ნიკორწმინდა, რომელიც მოიცავს 5 კმ–ს, საყინულეს მღვიმის, შარეულას ხეობის და ჭელიშის მონასტირაკენ მიმავალ გზას
  • სადმელის ბილიკი –საიაშვილის კომპლექსი
  • ზნაკვის ბილიკის 7 კმ–ნი მონაკვეთი (250 მ საფეხმავლო პირველ ჩანჩქერამდე) 
  •  კრიხის ბილიკი  – 3.5 კმ, ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიიდან  მდ. კრიხულას სათავემდე

ხუთივე ბილიკი, დასუფთავდა, დაითიბა და ეკალ–ბარდისგან გაიწმინდა.

ბილიკების განვითარება ხელს შეუწყობს ამ ადგილების პოპულარიზაციას, სხვადასხვა ჯგუფების მოზიდვას რაჭაში და რაც მტავარია, ტურიტების მარტივ და უსარფთხო გადაადგილებას.

 


Spread the love