ამბროლაურის ზურაბ ჯაფარიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა.
სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი,ხუთშაბათი და პარასკევი: 10–იდან 15 საათამდე
შეგხსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიბლიოთეკა თითქმის ოთხი თვის განმავლობაში დახურული იყო, ისევე როგორც ქვეყანაში ყველა სხვა დაწესებულება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს კი ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.