პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ცვლილება,
2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ დარეგისტრირდება.
აღნიშნულ ცვლილებას საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისაგან მოჰყვა არაერთგავროვანი დამოკიდებულება.
თემაზე “ამბროლაურის ხმა” ესაუბრა “ევროპული საქართველო“-ს ამბროლაურის ორგანიზაციის თავჯდომარესა და საკრებულოს წევრს, მაია კაციტაძეს.
–პირველ რიგში ვისაუბროთ ქალის როლზე პოლიტიკაში. რამდენად რეალიზებულია იგი საქართველოში
პირევლ რიგში ისმის კითხვა, რამდენად არიან ქალები ზოგადად რეალიზებულები, რადგან პოლიტიკა ცხოვრების ერთ–ერთი ნაწილია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ქვეყანაში ცოტა გვიჭირს, რადგან ჩვენ გარშემო მაინც მასკულინური საზოგადოებაა. ტრადიციები ცოტა არ იყოს და გვბოჭავს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს, უფრო მეტად წარსულში, ქალებს უწევდათ (რა თქმა უნდა , ყველას არ ვგულისხმობ) ყოფილიყვნენ გავლენის ქვეშ, შეესრულებინათ საზოგადოების დაკვეთა და ეს დაკვეთა ძირითადად უკავშირდებოდა მის ძალიან რთულ ფუნქციას, დიასახლისობას, შვილების აღზრდას, პროფესიის არჩევაშიც კი, ირჩევდნენ ისეთ პროფესიას, რომელიც ხელს არ შეუშლიდა დიდწილად მათ სახლში ყოფნას. ანუ ქალის ფუნქცია, სტერეოტიპულად, ოჯახში ყოფნითა და შვილების აღზრდით შემოიფარგლებოდა.
რელიზებული ქალი პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად, ის ვინც საკუთარი სურვილით აირჩია ეს პროფესია და რელაიზდა, ისე როგორც ფიქრობდა და ოცნებობდა და ქალები, რომლებმაც საკუთარ ოცნებბეს უთხრეს უარი, მოირგეს საზოგადოებისგან, ოჯახისგან მინიჭებული როლი რეალიზდნენ როგორც კარგი დიასახლისები, დედები, მეუღლეები და ა.შ. ანუ შეეგუენ იმას რაც აქვთ და როგორ პირობებშიც არიან.
ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, წარმატებული ქალი ნაკლებად მოსწონთ. საზოგადოება ცდილობს „ფრთები შეაკვეცოს“ წარმატებულ ქალს.
–ფიქრობთ თუ არა ,რომ სწორედ ეს განაპირობებს ქალის მიმართ გაზრდილ ძალადობრივ ქმედებებს. თითქმის ყოველ დღე ვიგებთ ფემიციდის ფაქტებს. ეს ყველაფერი არის თუ არა ჯაჭვში ქალის ნაკლებად რეალიზებასთან.
მთლიანობაში რა თქმა უნდა კი, რადგან ეს ყველაფერი სწორედ იმ ზეწოლის და იმ საზოგადოებრივი, „ არასწორი და მანკიერი“ დაკვეთის შედეგია. როდესაც ქალისგან ითხოვენ მორჩილებას და ქალს არ აძლევენ უფლებას იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და ჰქონდა დაგეგმილი.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის ერთ–ერთი წინაპირობაც, ასევე ძალადობის მიზეზი ხშირად სოციალურ– ეკონომიკური ფონი და ქალის უფლებების ყოველ ნაბიჯზე უგულვებელყოფაცაა. ძალიან მაბრაზებს და მწყინს როდესაც საუბრობენ ისეთ უთანაბრობაზე, როგორიცაა მაგალითად; არსებობს მემკირდე მამაკაცი და არ არსებობს მემკვიდრე ქალი; როცა ქალს ფაქტობრივად არ შეუძლია განკარგოს მისი კანონიერი ქონება, მეტიც, ხშრად ამ ქონების გარეშეც კი ტოვებენ. ტრადიციულად, ოჯახიც კი ცდილობს მაქსიმალურად აირიდოს ინფორმაცია საკუთარ დაოჯახებულ ქალიშვილზე, ქალზე, რომელზეც ძალადობენ, თუ უკიდურეს ზღვრამდე არ მიივიდა საქმე.. თუმცა უკიდურესი ზღვარი ხშირად ტრაგიკული შემთხვევით სრულდება, სამწუხაროდ. ჩვენი საზოგადოება დღემდე თვალს ხუჭავს ზალადობის ფაქტებზე და ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.
ძალაბობას ვხვდებით ყველგან, პოლიტიკაშიც, სადაც ქალს ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ და ხდება მათი მარგინალიზაცია, რაც სუსტი მამაკაცების კომპლექსებით გამოწვეული ქმედებაა. ხშირად კაცები ცდილობენ გაერთიანდენ ერთი ძლიერი ან მათი თანასწორი ქალის წინააღმდეგ.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორობაზე მასში არ იგულისხმება ის რომ, ქალმა კაცს უნდა აჯობოს. “ მე უნდა ვაჯობო კაცს“ – ესეთი მოწოდება ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებში არ ჩნდება.
ჩვენ უნდა გვაღიარებდნენ ჩვენი ცოდნით, შესაძლებლობებითა და უნარებით, იმ მოცემულობაში სადაც ვარ.
მაგრამ მე როდესაც მებრძვის ჩემი სწორი მამაკაცი და მებრძვის თუნდაც ისეთი საშინელი სიტყვით თუ პოზიციით, „ქალი ვიცი მე კუხნაში“; „ქალმა თუ ხმა ამოიღო მორჩა, მას ვეღარაფერი შეაჩერებს“; „წასულია ხელიდან“ და მსგავსი უცნაური შედარებები, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია, სწორედ ეს არის საზოგადოების პრობლემა, რაც ხელს უწყობს ქალის როლის დაკნინებას. იგივეს ვისმენთ პოლიტიკაშიც – დაეტიოს სახლში, არ არის მისი საქმე პოლიტიკა – ბუნებრივია, ეს მახინჯი მიდგომაა.
პოლიტიკა ქალის საქმეცაა და სწორედაც რომ დიდი დოზით უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში, მაგრამ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს თანასწორი ბრძოლა. და არა ის ,მე აუცილებლად მაჯობოს ვიღაცამ, დამჩაგროს და წინ არ გამიშვას მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ.
–სწორედ ამიტომ, ქალთა კვოტირება ხომ არ არღვევს თანასწორობას, რადგან პარლამენტში ადამიანები დამსახურების მიხედვით უნდა მოხდეს და არა სქესის მიხედვით.
თანასწორობა დარღვეულია თავიდანვე. კონსტიტუციით აღიარებულია ყველა ადამიანის თანასწორობა, შესაბამისად ჩვენ უნდა ამოვიდეთ კანონის წიაღიდან. ყველა გოგონა, ყველა ბიჭი უნდა იყოს თანასწორი, რადგან ეს გარანტირებული გვაქვს კონსტიტუციით. ქალთა დისკრიმინაცია წახალისებულის ნაცვლად, სირცხვილად და ცუდ ტონად უნდა ითვლებოდეს. სწორედ ასეთი მიდგომებით უნდა გავზარდოთ ჯანსაღი საზოგადოება.
მხოლოდ იმიტომ რომ ერთი ქალია და მეორე კაცი, არ უნდა ხდებოდეს მათ შორის, არც სამსახურის დაწყების დროს და არც ანაზრაურებისას პრივილეგიის მინიჭება. ადამინს პრივილეგია უნდა ენიჭებოდეს გამოცდილების, განათლების ხარიხის მიხედვით..
კანონმდებლობით გარანტირებული გვაქვ თანასწორება , მაგრამ რეალურად არ ვართ. „გოგოს არ ეპატიება, ბიჭს ეპატიება“ შვილებსაც ესე ზრდიდნენ და ზრდიან დღემდე რომ ბიჭი არის ერთადერთი მემკვიდრე და დები უნდა ემსახურონ მას.
ეს დამოკიდებულებები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და წარმოშობს მანკიერ გარემოს, სადაც ჩაგვრა, ძალადობა და უთანასწორობა წახალისებულია.
პოლიტიკაშიც ასეა, მაგალითად ,ქალი თუ გადაწყვეტს ხმა აიმაღლოს,თამამი იყოს და არ აბრკოლებს გარემოებები, მის წინააღმდეგ ერთვება დიდი ხელის შემშლელი მანქანა, თუმცა ის ქალი აღწევს წარმატებას, მაგრამ მამაკაცთან შედარებით, ბევრად უფრო დიდი ძალისხმების შედეგად.
ჩვენს ქვეყანაში ქალისადმი პოლიტიკური მიმღებლობა ნაკლებადაა გამოხატული, ხშირად გვესმის: „ქალისთვის პოლიტიკა არ არის, სხვა საქმე არ არსებობს ის გააკეთოს?! პატრონი თუ ჰყავს პოლიტიკაში არ გაუშვებს!
არავის არა აქვს ილუზია, რომ გენდერული კვოტირება სისტემურ პრობლემას შევცვლის და გაზრდის ქალის როლს. თუმცა, ხომ არ შეილება „იძულებით” პარლამენტში შეყვანამ ნაწილობრივ გაზარდოს ქალის როლი.
ხელოვნური ჩარევა ვფიქრობ ძალიან არააორგანულია, იგივე აზრზეა პარტია, ხელოვნურად რაღაცების კეთება არ არის შედეგიანი. სტატისტიკას შეგვიქმნის, მაგრამ შედეგს არ მოგვცემს.
პარლამენტი არ არის ბიზნესი, საკუთარი ცხოვრების დაზღვევა, ეს არი ქვეყნისთვის მუშაობა. იქ უნდა მუშაობდნენ გონიერი, განათლებული მიზანდასახული ადამიანები, შესაბამისად, როდესაც პარლამენტში იძულებით შეგყავს ადამიანი, იმის გამო რომ კვოტა ამას ითხოვს, და ამის შედეგად პარტიამ უნდა მიიღოს ფული, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, მეორეს მხრივს, პარლამენტის ტრიბუნა ხდება პასიური და ხელოვნური და უფუნქციო.
ვთვლი, რომ თუ ჩვენს წიაღსში თუ არიან პოლიტიკურად აქტიური ქალები, ისინი ისედაც რეალიზებულები არიან პარტიებში, სხვაგვარად უბრალოდ „ვერ მოისვენებენ“ თუმცა ხელსაყრელი გარემო ყველაფერს სჭირდება.
–აქვე მიჩნდება კითხვა, ნუთუ ჩვენ ქვეყანაში არ არის 21 ქალზე მეტი, ვინც პარლამენტში ყოფნას „იმსახურებს“
ჩვენ ახლახანს გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ილტვის დასავლეთიკენ. ბევრი ქალი ჯერ კიდევ მოქცეულია სტერეოტიპების ქვეშ, მაგრამ ახალი თაობა მოდის, რომელიც საერთოდ აღარავის კითხვას სად მოვიდეს და რა აკეთოს, ვინმეს იძულება აღარ დასჭირდება ცხოვრების გზის ასარჩევად.
მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობირების შეცვლა, თუმცა, ადრინდელთან შედარებით გვაქვს პროგრესი და ჩვენ თუ აზრის ლიდერებს წავახალისებთ, ძალიან მალე, ის თაობა მოვა, ვისაც კანონში იძულებით ცვლილება არ დაჭირდება საკუთარი თავის წარმოსაჩენად.
მაინც მგონია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის და აქტიურობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა ძალას ვერ გრძნობენ. თუ ზურგს უკან გიდგას სტრეოტიპებით დახუნძლული საზოგადოება/ოჯახი, რთულია პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა გაიზარდო. ნებისმიერმა ქალს 10-ჯერ მეტი ძალისხმევა ჭირდება რათა დაეწიოს და გაასწროს კაცს, რომელიც უბრალოდ პრივილეგირებულია.
მე არ მინდა ვიყო ვინმეს მიერ ძალით შეყვანილი, ან პარტიაში ან პარლამენტში. ადამიანი როდესაც გაიგებს რომ ქალი არის პარლამენტარი, ეს უნდა იყოს მოცემულობა და ის კითხვა არ უნდა უჩნდებოდეს, რომ ვინმეს მეირ ხელოვნურად კვოტით მოხდა. მერე აღარავის ანიტერესებს რა განათლება გაქვს, რა გიკეთებია, რატომ ხარ პარლამენტში და აშ.
მე პირადად, არ ვისურვებდი კვოტით მოვხვდე სიაში, მირჩევნია ათჯერ მეტი ვიშრომო და მივაღწიო მიზანს – ჩემი რესურსი დაინახონ და ვიყო საჭირო, ვიდრე „სამადლოდ“ სიაში მოხვედრილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მალე მოვიპოვოთ თანაბარი პირობები.
–პარტიას თუ აქვს რაიმე ხედვა ქალის როლის გაზრდასთან დაკავშირებით, სიტემურად და არა იძულებით
როცა პარტია ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნები, ამოსავალია ის, რომ ხელოვნურად არაფერში არ უნდა ჩაერიო. ჩვენ პარტიაში მთავარია შიდა პარტიული დემოკრატია და შიდა პარტიული კონკურენცია, სადაც ქალი და კაცი აბსოლიტურად თანასწორი ვართ.
პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. პარტია კარგად აფასებს ჩვენ შესაძლებლობებს. თანაბრად იხარჯება ქალზეც და კაცზეც. მე არ მქონია განცდა, რომ ვიჩაგრები იმიტომ რომ ვარ ქალი.
თანაბარ პირობებში უპირველესად იგულისხმება რესურსების თანაბარი გადანაწილება, გამოხატვის თავისუფლება.
თუ ჩემ გარშემო ჩემ რესურს ვერ ხედავენ, თვლიან რომ სტატისტიკისთის ვჭირდები, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ასეთ საზოგადოებაში. მე მინდა თანაბარ პირობებში ვიბრძოლოთ.
ერთეული ქალების პარლამენტში შესვლა არ მოაგვრებს სისტემურ პრობლემას, ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, შესაძლოა უფრო გაამძაფროს კიდეც შეუმდგარი კაცების მხრიდან ქალის უფლებების შეზღუდვა.
ქალებს მივმართავ, ტრაგედიას ნუ შევქმნით არსებული უთანასწორობის გამო, რა თქმა უნდა, ოჯახში ძალადობა ერთი წამით არ უნდა ავიტანოთ და შევეგუოთ, თუმცა პარალელურად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ განვითარებაზე.
თქვენი ნებაა სად იქნებით. სადაც იქნებით იქ უნდა გრძნობდეთ თავს გაბედულად, თავისუფლად. იქ უნდა იყოთ, სადაც თქვენ გინდოდათ და არა იქ ,სადაც ვინმემ “მიგიჩინათ” ადგილი.
ეს არის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების აქსიომა.