„არა ონის კასკადს“ ამ ლოზუნგით, ონში მაშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
„გადავარჩინოთ რიონი“ – აქტივისტები, მოქალაქეები, ადგილობრივი მოსახლეობა მსვლელობით და აქციით ჰესების მშენებელობას აპროტესტებენ.
შეგასხენებთ, რომ 2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
აქტივისტი და მოძრაობა „არა ონის კასკადის“ წევრი თამთა მეტრეველი „ამბროლაუერის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ონის კასკადი დიდ ზიანს მოუტანს გარემოს და რაჭის მცხოვრებლებს, მისივე თქმით მოძრაობა ,,არა ონის კასკადს” ორი წლის მანძილზე აკადემიურად ცდილობს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, ,,ყველა წერილი ეგზავნებოდა საქართველოს მთავრობას, ყველაფერი ხდებოდა იურიდილად, 2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა უვადო გარემოსდაცვითი ნებართვა, ამ მყველაფერს მოჰყვა ეს საპროტესტო მუხტი”
აქციაზე გამომსვლელები უმეტესად ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.
გარეკანის ფოტო: ლაშა დარახველიძე