/საცხენოსნო ტურნირი რაჭაში დაიწყო

საცხენოსნო ტურნირი რაჭაში დაიწყო

Spread the love

დოღი პირველად რაჭაში 1990 წლის 26 მაისს, ამბროლაურის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა. მასში მონაწილეობას ამბროლაურის და ონის რაიონის სპორტსმენები იღებდნენ.
1990 წლიდან სულ 8 ტურნირი ჩატარდა.
1994 წელს აეროპორტის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა, დოღის ორგანიზატორებს, დროებითი ტერიტორიის დათმობაზე და მას შემდეგ შეჯიბრი ახალი საფეხბურთო მოედნის გარშემო იმართებოდა, თუმცა ცუდი პირობების გამო შეჯიბრი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.
შეჯიბრი იმართებოდა  თენგიზ გოგორელიანის ორგანიზებით, ადგილობრივი სპორტის კომიტეტისა და ხელისუფლების მხარდაჭერით.
ბოლო ორი წელია ტურნირმა კვლავ განაახლა ფუნქციონირება. გაიზარდა მისი მაშტაბებიც.
თუ აქამდე მონაწილეობას მხოლოდ ამბროლაურისა და ონის რაიონის სპორტსმენები იღებდნენ, ახლა უკვე შეჯიბრში მონაწილეობენ სამტრედიის, ბათუმის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის სპოტსმენებიც.
ტურნირი დღეს ამბროლაურის რაიონში საზეიმოდ გაიხსნა.
ცხენოსნებმა მსვლელობა მოაწყვეს ქ. ამბროლაურში, რომელიც ამბროლაურის კულტურის  სახლთან, ანსამბლ ,,საგალობელი” -ს სიმღერთ დასრულდა.
ტურნირი ხვალ, სოფელ ნიკორწმინდაში გაგრძელდება, სადაც ცხენოსნები სტარტს 11 საათზე აიღებენ და იბრძოლებენ  ,,რაჭის დიდი პრიზის” მოსაპოვებლად.
საცხენოსნო ტურნირის ,,რაჭის დიდი პრიზი” ორგანიზატორი თენგიზ გოგორელიან  მონაწილეებს მოუწოდებს  ,,5 ივლისის ტურნირზე, სხვა რაიონიდან მობრძანებულ, ცხენოსანთა და მათთან ერთად საგულშემატკივროდ, მობრძანებულ სტუმართა საყურადღებოდ. სანამ სიცხეს არ გაგიზომავენ და კორონავირუსთან დაკავშირებით, მცირე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ შეასრულებთ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დისტანცია დაიცავით, აუცილებელია პირბადის ქონა. გვჯერა, რომ ჯამრთელები ბრძანდებით, მაგრამ კანონი კანონია და ვალდებული ვართ დავიცვათ.”

 


Spread the love