/“ამბროლაურის ხმა” ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“ამბროლაურის ხმა” ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Spread the love

“ამბროლაურის ხმა” ამერიკის შეერთებულ შტატებს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.
დღეს ამერიკა  დამოუკიდებლობის 244-ე წელს აღნიშნავს.
1776 წლის 4 ივლისს, თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი.
4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, 1776 წელს, ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდ ბრიტანეთთან კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებლობის დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა. სწორედ დამოუკიდებლობის აღიარებით იწყება სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ამერიკა ყოველთვის იყო თავისუფლების და სტაბილურობის სიმბოლო მთელი მსოფლიოსთვის.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია

Spread the love