ხვალ, 4 ივლიის, 4 საათზე ონში, სადგურის მოედანზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორია მოძრაობა ,,არა ონის კასკადს”
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გასცა.
მოძრაობა ,,არა ონის კასკადს” მოუწოდებს მოქალააქეებს აქციაში მონაწილეობისაკენ.
,,ამ დღეს ჩვენ – ყველამ ვისაც ზემო რაჭა გვიყვარს- ერთობით უნდა გამოვხატოთ ჩვენი ნება!!!
ჩემო ძვირფასო ადამიანებო! მითხარით ყველაზე დიდ ძალას სახელმწიფოში ვინ წარმოადგენს? მიპასუხეთ ვის ყავს დაქირავებული მთავრობა?
ეს ჩვენ ვართ!!! ხალხი!!!
ამიტომ მოგიწოდებთ ერთობისკენ, ერთსულოვნებისკენ, გამოფხიზლებისკენ!!!
მოდი 4 ივლისს 4 საათზე ონში აქციაზე!!!
გამოხატე და დააფიქსირე შენი ნება მოსვლით!!!
ჩვენ ვებრძვით უპასუხისმგებლობას, დილეტანტიზმს და გულგრილობას !!!!!
ჩვენ რიონის ხმაზე გაზრდილი რაჭველები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თითო გოჯი მიწისა და მდინარის უსაფრთხოებისთვის!
გიყვარს?
მოდი!!!
დაიცავი!!!
არა ონის კასკადს !!!”