/გაიხსნება თუ არა საქართველოს საზღვარი

გაიხსნება თუ არა საქართველოს საზღვარი

Spread the love

გიორგი გახარიას განცხადებით ამ ეტაპზე არ იგეგმება საქართველოს საზღვრის გახსნა.
თუმცა, საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.
„მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომლის ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.
„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

Spread the love