/სექტემბერში სწავლა განახლდება

სექტემბერში სწავლა განახლდება

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

. UNICEF-ის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკის მიმართ.

გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები:

  • სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;
  • ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;
  • სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;
  • სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;
  • გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;
  • გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.

დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით  ,,დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის“

ამირან გამყრელიძის თქმით,  გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

– ამ თემასთან დაკავშირებით  არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ,,მე პირადად, ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში”