/,,რაჭის დიდი პრიზი”

,,რაჭის დიდი პრიზი”

Spread the love

5 ივლისს 11:00 სთ–ზე, სოფ.ნიკორწმინდაში ჩატარდება საცხენოსნო ტურნირი, პროფესიონალ მხედრებს შორის, ,,რაჭის დიდ პრიზზე”

ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, სხვადასხვა კუთხიდან პროფესიონალმა მხედრებმა.

მონაწილეები იქნებიან შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ჩოხატაური, ბათუმი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ფოთი, ზუგდიდი, გურჯაანი, თერჯოლა, საჩხერე, ახმეტა, ონი და ამბროლაური.

შეჯიბრი ტარდება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების, საქართველოს საცხენოსნო, ხალხური თამაშობების, განვითარების ეროვნული ფედერაციის  ფინანსური მხარდაჭერით (პრეზიდენტი: დავით ცირეკიძე).

4 ივლისს, ტურნირის წინა დღეს, მთაში ცხენებით მოსიარულეთა კლუბი ,,ზედაზენი“, ონის და აბროლაურის მონაწილე ცხენოსნები, თავს მოიყრიან აეროპორტის მიმდებარედ, შემდეგ  ცხენებით და საზეიმო მსვლელობით, დროშებით,  გაივლიან ქალაქს.  კულტურის სახლთან ანსანბლი ,,საგალობელი” შეასრულებს რამდენიმე სიმღერას. მხედრებ  კ.გამსახურდიას ქუჩის და სოფ: კვირიკეწმინდა, სხარტალის გავლით დაბანაკდებიან საცხენოსნო ტურნირის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5–ში კი მონაწილეეები იმავე გზით დაბრუნდებიან ამბროლაურში.

საცხენოსნო ტურნირის ,,რაჭის დიდი პრიზი” ორგანიზატორი თენგიზ გოგორელიან  მონაწილეებს მოუწოდებს  ,,5 ივლისის ტურნირზე, სხვა რაიონიდან მობრძანებულ, ცხენოსანთა და მათთან ერთად საგულშემატკივროდ, მობრძანებულ სტუმართა საყურადღებოდ. სანამ სიცხეს არ გაგიზომავენ და კორონავირუსთან დაკავშირებით, მცირე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ შეასრულებთ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დისტანცია დაიცავით, აუცილებელია პირბადის ქონა. გვჯერა, რომ ჯამრთელები ბრძანდებით, მაგრამ კანონი კანონია და ვალდებული ვართ დავიცვათ.”

გარეკანის ფოტო მასალა: სალომე ცისკარაული

წინა წლების ვიდეო მასალებიhttps://www.youtube.com/watch?v=hPWY9iYPeHshttps://www.youtube.com/watch?v=WGEc2pd_R0o ,https://www.youtube.com/watch?v=GWID5Boi7Cw ,


Spread the love