/ევროპულმა საბჭომ საქართველო თხუთმეტი უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა

ევროპულმა საბჭომ საქართველო თხუთმეტი უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა

Spread the love

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს იმ უსაფრთხო ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებისათვის ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან საზღვრების გახსნას აპირებს. თუმცა საბოლოო გადაწყევტილება  ჯერ მიღებული არ არის.
ევროკავშირის საბჭოს მიერ წარადგენილ 15 ქვეყანის სიის პროექტში, ერთ-ერთი საქართველოა.
ევროკავშირის დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით 15 ქვეყნის სიას სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადება.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილია, აშშ და რუსეთი ნამდვილად არ იქნება საზღვრის გახსნის ნებადართულ სიაში.
ქვემოთ მოცემულია იმ 15 ქვეყნის სავარაუდო სია, რომელთა  მოქალაქეებსაც ევროპაში შესვლის უფლება ექნებათ.
ესენია, ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და შესაძლოა იყოს ჩინეთიც.
სიების გადახედვა მოხდება ორ კვირაში ერთხელ. მასში შემავალი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს. როგორებიცაა, ვირუსით ინფიცირებულთა კლების დინამიკა, ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი და ა.შ
ამ ეტაპზე სასაზღვრის გახსნის ახალი თარიღი არ გამოქვეყნებულა, და კვლავ 1-ლი ივლისი რჩევბა ძალაში.
„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება,რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლება და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში. ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 


Spread the love