/კორონავირუსის შემოტანის ძირითადი წყარო სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან

კორონავირუსის შემოტანის ძირითადი წყარო სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან

Spread the love

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსის შემოტანის ძირითადი წყარო სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსი 30-მდე სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
მისივე განცხადებით, ორი კვირაა შემთხვევების ძალიან ზომიერი მატებაა, იყო ვირუსის 926 შემთხვევა და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევაა.
გამოჯანმრთელებულების ციფრი სამით გაიზარდა და ამჟამად არის 794.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე 85 პროცენტით მეტია.

 


Spread the love