/2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

Spread the love

 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში, არჩეული პარლამენტის შემადგენლობაში პროპორციული სისტემით არჩეული 77 წევრის ნაცვლად იქნება 120 ხოლო, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრის ნაცვლად, 30 წევრი.

ეს კანონი ამოქმედდა მიღებისთანავე და იმოქმედებს  2024 წლამდე. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში,  არჩევნები ჩატარდება და პარლამენტი ფორმირდება მთლიანად პროპორციული სისტემით.


Spread the love