/,,მე დავიბადე სოფელ ჟოშხაში”

,,მე დავიბადე სოფელ ჟოშხაში”

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი
ავტორი: გურამ გორდეზიანი

შენი ფესვების გასამყარებლად

მე დავიბადე სოფელ ჟოშხაში,
ჯვარცმის საყდართან ახლოს,სულ ახლოს,
ოჰ,ღმერთო ჩემო ნეტავ ჟოშხაში
ახლაც იმდენი ხალხი ესახლოს!..
მზის სიკაშკაშით გაბრწყინებული,
ღამეს დავჩრდილავთ თუნდაც მთვარიანს…
ჩვენ შენთან მოვალთ კედლებს აგიგებთ
და დაგიკოცნით ფუძეს ხავსიანს!..
ჩემო სოფელო, ჯვარცმის შეწევნით!
ერთობის ძალის უკვდავ სახელად,
მე ქვეყნად გავჩნდი ჩემო აკვანო,
შენი ფასვების გასამყარებლად!..

 

გარეკანის ფოტო: ილია ჯაფარიძე (სოფ.ჟოშხა, კალო)


https://soundcloud.com/radio-olim/lftzna05sms9?fbclid=IwAR03pWrqHYGGdqemWEDCc9Hnx9D-ASf9SGWYEzdG4AwwOYu7aZ9X2qtaxqY