/არდადაგებზე საკითხავი წიგნები

არდადაგებზე საკითხავი წიგნები

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

არდადაგებზე საკითხავი ლიტერატურა ბავშვებისათვის (და არა მარტო), იმისთვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები საინტერესოდ, შემეცნებითად და გრილათ გავატაროთ, ახლა ხომ ყველაზე მეტი დრო გვაქვს წიგნის კითხვისთვის.

 მეგობრებო, დღის ყველაზე ცხელი დრო შეარჩიეთ, გრილად დაისვენეთ საყვარელ გმირებთან ერთად , აივსეთ ენერგიით და თავადაც მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისათვის.

პირველი კი რა თქმა უნდა, ნოდარ დუმაძე და მისი არჩვეულებრივი მოთხრობებია, ყველაზე მხიარული , ცხოვრებისეული, ადამიანური და სევდიანი ამბები. შეუძლებელია არ შეიყვაროთ და არ დაუმეგობრდეთ ამ მოთხრობებს: “ხაზარულა” , “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” , “ძაღლი” , ,”დედა”, ,,მონატრება”,  “სისხლი”, “კორიდა” , “ყანწი”  და სხვა

  ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი  ,,პარატა უფლისწული”  წიგნი რომელიც ყველა ასაკში გამუდემბით უნდა იკითხოთ, რათა სხვა პლანეტიდან მოსულ ოქროსთმიან ბიჭუნას  დაუმგობრდეთ.                                                                    ,,არა, დიდები ნამდვილად უჩვეულო არსებები არიან “

რეზო ინანიშვილი და მისი საბავშვო მოთხრობები: “დედა”, “ლამაზი ცრემლები”, “ლოჭინში” , “სად ცხოვრობს მეზღაპრე”, “მგლის ლეკვები” და “დამრიგებელი”

ლინდა მალალი ჰანთი  „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია.

სარა პენიპეკერი ,,პაქსი” –  ,,მელია მყავდა… მყავს… გავუშვით. გზის პირას დავტოვეთ. მამამ თქვა, ასე აჯობებსო, მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა…”  ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების გულისამაჩუყებელი ამბავი.

დიანა ანფიმიადი  ,, სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”

“ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით. დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა. ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი, რომელიც ყველა დედასა და შვილზეა, რომლებიც ერთმანეთთან სალაპარაკო ენას ეძებენ”

და ბოლოს ძალიან  ძალიან საინტერესო იუსტინიან გორდერი, რომელიც ყველა ასაკში ერთნაირად საინტერესო და საყვარელია,  ,,ფორთოხლის გოგონა”  და ,,ბანქოს საიდუმლო”

„ოცენებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია: ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ.“