საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 921 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 781 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირი.