/ბუგეულის ღმრთისმშობლის ეკლესია

ბუგეულის ღმრთისმშობლის ეკლესია

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი შენობაა. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან, დახურულია ყავარით,  აქვს ორი კარი,  სამხრეთით და დასავლეთით.

ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI ს-ში და განახლებულია 1838 წელს. 

ტაძარს გარედან  მხედრული წარწერები აქვს.

 ბუგეულის ეკლესია მოხატულია, ფრესკების წარწერები ასომთავრულია.

  • საკურთხეველი: კონქში დახატულია ვედრება, I რიგში – მოციქულები,  სარკმლის მარჯვნივ – 6, მარცხნივ – 6.
  • II რიგში – მღვდელმთავრები, პილიასტრზე – მეფე წინასწარმეტყველნი: დავით, სოლომონ და სხვ.
  • თაღიზე ჩრდილოეთის მხარეს დახატულია: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება და ფერისცვალება. სამხრეთის მხარეს – ხარება,  წმ.ნინო და ქრისტეს შობა.

მხატვრობა ეკუთვნის XVI ს–ს.

ბუგეულის ეკლესიის სიძველეს წარმოადგენს, ფიცარზე ნახატი ღვთისმშობლის ჩვილედი ხატი, რომელიც უკვე  სამკაულაყრილია (გაუძარცვავთ ადრე).

  • ჩრილოეთის კედელი: I რიგში – სულის წმიდის მოფენა და ღვთისმშობლის მიძინება. (თაღზე ფრესკების ნაწილი დაზიანებულია)
  • სამხრეთის კედელი: I რიგში – ყვედრება იოსებისაგან, კოზმან და დამიანე, იერუსალიმში შესვლა.
  • II რიგში (დასავლეთ ნაწილში) –  ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნა და განკითხვა.
  • დასავლეთის კედელი –I რიგში: მირქმა და ნათლისღება, II რიგში – ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, III რიგში – წმ.გიორგი (ცხენზე) და მიქელ-გაბრიელი

ფოტო მასალა: თეონა ფოლადაშვილი