ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი შენობაა. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან, დახურულია ყავარით, აქვს ორი კარი, სამხრეთით და დასავლეთით.
ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI ს-ში და განახლებულია 1838 წელს.
ტაძარს გარედან მხედრული წარწერები აქვს.
ბუგეულის ეკლესია მოხატულია, ფრესკების წარწერები ასომთავრულია.
- საკურთხეველი: კონქში დახატულია ვედრება, I რიგში – მოციქულები, სარკმლის მარჯვნივ – 6, მარცხნივ – 6.
- II რიგში – მღვდელმთავრები, პილიასტრზე – მეფე წინასწარმეტყველნი: დავით, სოლომონ და სხვ.
- თაღიზე ჩრდილოეთის მხარეს დახატულია: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება და ფერისცვალება. სამხრეთის მხარეს – ხარება, წმ.ნინო და ქრისტეს შობა.