/შევარიგოთ ბავშვები!!!

შევარიგოთ ბავშვები!!!

Spread the love

 

ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო, მეტი პატივისცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს” ნიცშე

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა, კიდევ ერთხელ ”სილა გააწნა” მშობლების თაობას. ეს ის “სილაა”, რომელმაც დააფიქრა თუ ”რას აკეთებენ ცუდად” ისინი.

ჩვენ დროში განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდებს შორის სიძულვილი, ალბათ იმიტომ, რომ გავიზარდეთ იმ დროში, სადაც მშობლების თაობა მუდამ ერთმანეთთან ქიშპობაშია გართული.

თაობათა ცვლა ერთი შეხედვით დიდებული რამაა, თუმცა შვილებსა და მშობლებს შორის გაჩენილ უბსკრულზე დღეს არავინ ამახვილებს ყურადღებას…

ახალგაზრდა, რომლის ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება მშობლების კამათით, ვითომ განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ბავშვისთვის ამაზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი არ არსებობს, ვიდრე შორიდან თვალცრემლიანი ყურება იმისა თუ როგორ ჩხუბობს მისთვის ყველაზე  საყვარელი ორი ადამიანი, ამ დიდ წნეხს თავს აღწევს და გადის ქუჩაში, სადაც ხედავს: სიძულვილს, აგრესიას, ჩხუბს, შიმშილს, გაჭირვებას, უნდობლობას, ნიჰილიზმს,  უსიყვარულობას, ძალადობას…

მესმის, ეს ყველაფერი მარადჟამ თანმდევი პროცესი იყო სოციუმისა, თუმცა უწინ რეკლამას არავინ უკეთებდა ამ ყველაფერს.

სკოლა, რომელიც თორმეტი წელი გასწავლის როგორი არ უნდა იყო და საბოლოოდ კი ყველაფერი ისე მიდის, რომ  ზუსტად ,,ისეთი აღმოჩნდები” .

გზა-კვალ არეულმა უფროსმა თაობამ, იმის მაგივრად, რომ საკუთარ შეცდომებზე დაფიქრებულიყვნენ, შვილებისკენ გაიშვირეს თითი. ,,რატომ არ გაიზარდე ნორმალური? რატომ სვამ? რატომ ეწევი “ათას მავნებლობას”? “ ეს ყველაფერი ხომ გაქცევაა, დიახ, გაქცევა ოჯახური, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.

შევარიგოთ შვილები!!!

“ახალგაზრდის სიკვდილი იგივეა, რომ წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღო”


Spread the love