/,,ბეწვის ხიდი ” სოფელ თხმორში

,,ბეწვის ხიდი ” სოფელ თხმორში

Spread the love

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხმორში, შავღელეზე არსებული ხიდი საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, ხიდი ძალიან არის დაზიანებული.

,,ასე გამოიყურება მდინარე შავღელის ხიდი ახლა… ხიდი დიდი საფრთხის შემცველია, სასწრაფო აღდგენას საჭიროებს…”  წერია სოფელ თხმორის facebook გვედზე.

,,შარშან შიშისფეთებით გავდიოდით და გამოვდიოდით. წელს კიდე უარესი მდგომარეობაა. ჩავარდა რამოდენიმე ფიცარი. წელს ალბათ საერთოდ ვეღარ გავალთ.  მოხუც ხალხს ხიდის გამო რამხელა გზის გავლა უწევს რო კვირაში ერთხელ მისული მანქანიდან პროდუქტი სახლში მიიტანონ.” წერს ერთ– ერთი ადგილობრივი .

67 წლის ია მიქიაშვილს თითქმის ყოველდღე უწევს ამ ხიდის გამოყენება, ამბროლაურის ხმა დავუკავშირდა ქ–ნ იას  ,,სხვა გზა არ არის, წყალში ვერ გავივლით, ხიდი ძალიან არის დაზიანებული, გასაკეთებელია. ვინც აქ ვცხოვრობთ აბა რა ვქნათ? მანქანებიც ზედ გადადიან”

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზვიად მხეიძის განმარტებით: უახლოეს მომავალში ჩაუტარდება ხიდს რეაბილიტაცია, რომელიც კორონავირუსის გამო მცირე ხნით გადაიდო.  გასულ წელს სოფელ თხმორში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ ხიდს  (ზედა შვარასთან და სოფელ ნამანევთან დამაკავშირებელ ხიდებს)


Spread the love