/არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

Spread the love

2020 წლის 23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა, მხარდამჭერი კი იყო 115.
საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ კანონის მიღებისათვის საჭიროა სამი მოსმენაა, ხოლო თითოზე მინიმუმ 113 ხმა.
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში, არჩეული პარლამენტის შემადგენლობაში პროპორციული სისტემით არჩეული 77 წევრის ნაცვლად იქნება 120 ხოლო, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრის ნაცვლად, 30 წევრი.
კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით , უფრო კონკრეტულად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
ეს კანონი ამოქმედდება მიღებისთანავე და 2024 წლამდე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში,  არჩევნები ჩატარდება და პარლამენტი ფორმირდება მთლიანად პროპორციული სისტემით.

Spread the love