/ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია

ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია

Spread the love

 

ბეთლევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ერთავიანი შენობაა, ნაგებია ქვიტკირისაგან, გარედან გალესილი ყოფილა კირით. აქვს სამი სარკმელი– დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით, ეკლესია ყოფილა მოხატული, მხატვრობის წარწერები კი ასმთვრულადაა შესრულებული,  საკუთხევლის კონქში დახატული ყოფილა ვედრება. ტრაპეზის  წინა მხარეს დასავლეთით იყო ჯვარი წარწერით ,,ჯვარი ქრისტესი”.

თაღის ჩრდილოეთ მხარეს ჯვარცმა ხატია, სამხრეთით– შობა და სახარება.

ეკლესიას ჰქონდა გალავანი, რომელიც დღეს სრულად არის დანგრეული.

სამხრეთის კედლის წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია აიგო და მოიხატა  მე–15– ეს საუკუნეში, 1493 წელს.

სამხრეთი კედელის II (ძირა) რიგში, კედელთან ახლოს დახატული ყოფილა ეკლესიის აღმაშენებელი, დღეს მისი ნაშთიღა მოჩანს, შენახულია თავის ნაწილი (ცხვირზემო), მარჯვენა ხელი, აღმოსავლეთისაკენ გაპყრობილი, გვერდები (მცირედ) და მუხლქვემო ნაწილი ფეხამდე.  ფრესკას თავის ზევით აქვს დაზიანებული წარწერა:

 

ეკლესიაში ყოფილა ოქროს ფურცელზე ნაბეჭდი ,,ბეთლემის” ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ჰქონია სამი დიდი იაგუნდსი თვალი და ასომთავრული წარწერა, ხატი გაუნადგურებიათ 1926 წელს, ნაშთი გაბნეული იყო იატაკზე.

ტაძარი დღეს ასე გამოიყურება.

sdr

Spread the love