/გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაევალათ

გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაევალათ

Spread the love

 „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.
გამომცემელთა განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.
უფრო კონკრეტულად, “პალიტრა L-ის” დირექტორის თიკო ასათიანის განაცხადებით, გამომცემლობების წარმომადგენლთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.
რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, “დიოგენეს” ხელმძღვანელ თამარ ლებანიძეს თქმით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.

Spread the love