/ბედს მინდობილი “მურადის მღვიმე”

ბედს მინდობილი “მურადის მღვიმე”

Spread the love

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრებმა 2014 წელს შემთხვევით აღმოჩინეს ე.წ. „მურადის მღვიმე“.
მღვიმე ნაქერალას უღელტეხილის ტერიტორიაზე, იმერეთის და რაჭის საზღვართან მდებარეობს.
მღვიმის აღმოჩენა ადგილობრივი მწყემსის, მურადის  სახელს უკავშირდება. კლუბ „თეთნულდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის ინფორმაციით, ახალი ადგილის ძებნისას ისინი ტყეში მწყემს შემთხვევით წააწყდნენ. მწყემსმა მათ უთხრათ, რომ ამ ადგილას საინტერესო მღვიმე მდებარეობდა, სადაც იგი ღამეს ათენებდა და სწორედ ასე აღმოაჩინეს უნიკალური წარმოშობის მღვიმე,  მსოფლიოში უიშვიათესი და ულამაზესი სტალაქტიდებით. ნიშანდობრივია, რომ  მღვიმე დღეს სწორედ მწყემსის სახელს ატარებს.
მღვიმეში აღმოჩნდა ორი დიდი დარბაზი, რომლებშიც უხვადაა სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები და ექსცენტრული ნაღვენთები. მღვიმეს აქვს 4-5 მეტრის სიგანის  და 1 მეტრი სიმაღლის შესასვლელი და ასევე 2-3 მეტრის დიამეტრის გასასვლელი.დარბაზში წარმოდგენილია ვიწრო მილისებრი გადასასვლელები. ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია, ხოლო საერთო სიგრძე დაახლოებით 150 მეტრია.
ექსპერტების ინფორმაციით მღვიმეს კვდომა აქვს დაწყებული, ამიტომ შესაძლოა, დასჭირდეს ხელოვნური დატენიანება; საჭიროა, ასევე მღვიმეში შესასვლელი მსუბუქი კონსტრუციის მოწყობა, რომ ტურისტებისთვის უნიკალური „მურადის მღვიმის“ დათვალიერება კომფორტული და უსაფრთხო იყოს.
მღვიმის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ არის  გაავრცელებული, რადგან არსებობს საფრთხე მისი დაზიანების.
მიუხედავად მისი უნიკალურობისა და სილამაზისა მღვიმე წლებია უყურადღებოდ არის დატოვებული და საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება მისი სიდიადით დატკბეს.

ფოტოები –  არჩილ გეგენავა


Spread the love