/Royal Khvanchkara • როიალ ხვანჭკარა

Royal Khvanchkara • როიალ ხვანჭკარა

Spread the love

 

კორონავირუსის აფეთქებამ და მსოფლიო პანდემიამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და არც საქართველოა გამონაკლისი. ტურიზმი − ეს იმ თითზე ჩამოსათვლელი მიმართულებებიდან ერთ-ერთი მოწინავე დარგია, რომელზეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა.

მსოფლიო ეკონომიკამ რამდენიმე წლით უკან დაიწია და არავინ იცის, ხვალ რა იქნება..

,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა  როიალ ხვანჭკარას (Royal Khvanchkara)  დირექტორ ნიკოლოზ ჯმუხაძეს, თუ როგორ აისახა ქარხნის მუშაობაზე ეს რთული პერიოდი, რა გეგმები აქვთ და რა ხდება ახლა, როგორ უბრუნდება საწარმო ძველ სამუშაო რიტმს.

ჩვენი ძირითადი მიმართულება არის საწარმო ხელმძღვანელობა, ,,ქართული ღვინის ჰოლდინგში”  შემავალი კომპანიაა ,,როიალ ხვანჭკარა” , ამ ჰოლდინგში  შედის სამი ღვინის კომპანია, ,,როიალ ხვანჭკარა”, ,,ვაზისუბნის მამული”,  ეს კომპანია კახეთშიც ოპერირებს და   ასევე მესხეთისკენ, ,,ვარძიის ტერასები”.

ამ დროისთვის რა მდგომარეობაა ქარხანაში?

ამ პანდემის პერიოდში, მოგვიწია დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ჩვენ  ისევე როგორც მთელი ქვეყანა, რაღაც პერიოდით დისტანციურ რეჟიმში გადავედით, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების დაცვით წარმოების მხარემ ძველ დინამიკაში გააგრძელა მუშაობა.

გაყიდვები შემცირდა, სანამ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ყველაფრის დაკეტვის შესახებ, გაყიდვები ასე თუ ისე მუშაობდა, შემდეგ უკვე დაახლოებით 70–80%–ით შემცირდა ადგილობრივი მიმართულებით გაყვიდების ნაწილი, შემცირდა საექსპორტო ნაწილიც, თუმცა პერიოდულად რამდენიმე გადაზიდვა გვქონდა, ექსპორტის მიმართულებით. რესტორნების და ალკოჰოლის მაღაზიების გაჩერებამ, გაყიდვების ძალიან დიდი შემცირება გამოიწვია. ვცდილობთ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან რომელიც პანდემიამ გამოიწვია და დავუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას, ჩვეულ რიტმს, ვერ ვიტყვით რომ ჩავარდნა არ იყო, ამიტომ ამ ჩავარდნის , ასე ვთქვათ ამოვსებაზე ვმუშაობთ,  ჩვენი წარმოების ჯაჭვის აღდგენაზე.

ტურისტული პერიოდის დაწყებასთან ერთად ჩაიკეტა ყველაფერი, ალბათ სწორედ მაშინ როცა უკვე ემზადებოდით ვიზიტორების მისაღებად.

ერთ–ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მხარე ამ პერიოდში ჩვენი საწარმოსთვის იყო ტურისტული მიმართულება,  წელს ველოდებოდით  1000 დან 1200 –მდე ვიზიტორის მიღებას, შარშანდელი გამოცდილებიდან  და მზარდი პერპექტივებიდან გამომდინარე, წელს კი უკვე  ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეცვლილი რიცხვი იქნება.

ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები?

უცხოელი ტურისტი უფრო ჭარბობდა ჩვენთან. უკრაინა, რუსეთი,  გერმანია და საფრანგეთი, რეიტინგულად ასეა.

ქარხნის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული

–ამ ეტაპზე ქარხანაში არის ოცამდე თანამშრომელი, მათ შორის ჩვენ გვაქვს მევენახეობის მიმართულება და იქ სეზონურად გვაქვს სამუშაოები, დასაქმებულთა რაოდენობაც იმატებს ამ დროს (ვენახებში დროებით მუშა–ხელს ვასაქმებთ). სამეწრმეო ნაწილში–მეღვინეობა, ადმინისტრაციული ნაწილი და მცირე ჯგუფი ტურისტული მიმართულებით.

სამომავლო გეგმები, იმის მიხედვით შეიცვლება თუ როგორ განვითარდება პერსპექტივები მომავალში, როგორ გამოვა ქვეყანა კრიზისიდან, მანადმე არსებული გეგმბი იყო, რომ ტურისტული კუთხით გავძლიერებულიყავით. ზოგადად გაყიდვების სფერო და არეალი, რეგიონში ღვინის მიმართულებით ნაკლებია, ამიტომ უფრო მეტი გაყიდვების ნაწილი დედაქალაქს მოიცავს,  დანარჩენი უკვე ექსპორტის ნაწილია.

ძირითადი სტრატეგიული გეგმა, ქარხნის განვითარებისთვის იყო ტურისტული მიმართულება, ვაკვირდებით მოვლენებს, თუ როგორ განვითარდება ამ ყველაფერთან მიმართებაში. 

ვენახების შესახებ დაწვრილებით, რომ გვესაუბროთ

– სხვადასხვა ლოკაცია გვაქვს, სადმელში, ე.წ ქოველებში, ჟოშხაში, ჭყვიშში და ტოლაში, სულ ჯამში ერთდ 17 ჰექტარია. 2019 წლის გაზაფხულზე გავაშენეთ დამატებით სამი ჰექტარი, ძირითადად არის ალექსანდეული მუჯურეთული, ამ  ახალ ვენახებში  რაც ბოლოს გავაშენეთ ზუსტად ალექსანდრეულის და მუჯურეთულის ვაზია, გვაქვს ასევე  შერეულად, თეთრი ყურძენი, რაჭული თეთრა და ძელშავ–საფერავი, რომელსაც უკვე ვაწარმოებთ 2016 წლიდან, მშრალი საკმაოდ პოპულარული ღვინოა.

და ბოლოს, სამომავლო გეგმები

–კომპანია აქტიურად  მუშაობს დამატებითი ბაზრების მოძიებაზე, ეს არის საექსპოტო ბაზრების მოძიება, იმიტომ რომ სპეციფიური სეგმენტი გვაქვს აღებული, უფრო მაღალ ხარისხიანი ღვინის სეგმენტი, რომელსაც თავისი მომხამრებელი ჰყავს  და თავისებური ხელმისაწვდომობაც სჭირედებათ.

ძირითადი სტარატეგიული გეგმა არის, არეალის გაზრდა, არის ქვეყნები უკრაინა,  კანადა და ჩინეთის რაღაც ნაწილი,  ამ ბაზრებზე შესულია კომპანია, ყველაზე დიდი სამუშაო ამ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

 

 

 


Spread the love