/მდინარე რიცეულას დათევზიანება

მდინარე რიცეულას დათევზიანება

Spread the love

 

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის“, ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ წითელი ნუსხის სახეობა „ნაკადულის კალმახის” დასავლეთ საქართველოს პოპულაციის (რიონის აუზი) 30 000 ლიფსიტა მდინარე რიცეულაში გაუშვა.

 2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

მდინარის გათევზიანება ხდება ველური ბუნების სააგენტოსა და ენერგორესურსების კომპანია „ენერგოკორპორაციას” შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რომელიც ყოველწლიურად მდინარე რიცეულას ზედა ღობის გათევზიანებას გულისხმობს.

ველური ბუნების სააგენტომ რუცეულას შენაკადები უკვე მესამედ დაათევზიანა.

სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

ლიფსიტების გაშვების ვიდეო კადრები  


Spread the love