საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ტვიტერზე, საკუთარ გვერდზე, პოსტს აქვეყნებს. ელჩი მხარდაჭერას რაჭაზე, მურმან ლებანიძის ლექსით გამოხატავს.
ბრიტანელი დიპლომატის გვერდზე ასევე ატვირთულია რაჭის ფოტოსურათი.
ბრიტანეთის ელჩ, ჯასტინ მაკენზი სმიტს „ჰეშთეგით“ მონიშნული აქვს ორი ფრაზა, „შიდა ტურიზმი“ და „ერთად დავამარცხებთ.“