/ქურდობა ამბროლაურში

ქურდობა ამბროლაურში

Spread the love

. მიმდინარე წლის 15 ივნისს ღამე, ამბროლაურში, მახალდიანის ქუჩაზე,  ქურდობა მოხდა (სადგურის მოედანი), გაქურდეს აგრარული ბაზრის ერთ–ერთი დახლი.

დახლის მეპატრონე დავით ბათხაძეა, მისი მეუღლის  თქმით, მთელი პროდუქტი ღამით  შეფუთული შეინახეს და დაახლობით 19:00 სთ–ზე წავიდნენ სახლში.

 ,,წაღებულია ბოსტნეული და ხილი ყუთებით ,  ლობიო  რამდენიმე ტომარა, ასევე ელექტრო სასწორი, ყველაფერი რაც გვქონდა. გუშინ ღამე აქ არავინ არ იყო, ყველა ახალი პროდუქტის ჩამოსტანად წავიდა და როგორც ჩანს დრო იხელთეს. სხვა დახლების პრდუქტი დატოვებულია, ხელიც კი არ აქვს მიკარებული, პოლიცია იყო  მოსული, სურათები გადაიღეს, თითის ანაბეჭდებიც აიღეს, მათი თქმით გვიან ღამით, კამერებს მხოლოდ ერთი მანქანა აქვს დაფიქსირებული. ჩვენ ეჭვი არავიზე არ გვაქვს”

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით,საქმე აღძრულია  სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით  რაც  ქურდობას გულისხმობს.

ამ მომენტში მიმდინარეობს ინტენსიური  საგამომძიებლო  მოქმედებები 


Spread the love