/ახალი რეგულაციები–ვის არ ევალება პირბადის ტარება?

ახალი რეგულაციები–ვის არ ევალება პირბადის ტარება?

Spread the love

. პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა.

რეგულაციის დარღვევისთვის ფიზიკურ პირს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით.

მოქალაქეებს ​პირბადეების გაკეთება მოუწევთ როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსიში.

მოქალაქესთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც. უახლოეს მომავალში ახალი რეგულაციით განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდის წესი.

აღნიშნულ თავყრილობებზე არ შეიძლება 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000, იურიდიული პირ კი 10 000-ით დაჯარიმდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით პირბადის ტარების ვალდებულება არ შეეხება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და გარკვეული კატეგორიის პირები, რომელთან ჯანმრთელეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

აგრეთვე არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება.

 


Spread the love