/მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა

მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა

Spread the love

.  წარმოდგენილ პროექტში წერია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

„ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით იზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, გადაიხედება 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად ეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600.0 მლნ ლარის ოდენობით“

ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება:

  •  პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარი;
  • კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით;
  • უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით;
  • სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით;
  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარი;
  •  სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით;

Spread the love