/ახალი სასტუმრო, საფრთხე თუ განვითარება?

ახალი სასტუმრო, საფრთხე თუ განვითარება?

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იგეგმება ახალი სასტუმროს აშენება, სოფელ იწაში  სასოფლო სამოურნეო მიწის ნაკვეთზე (10 900 მ²), რომელიც კერძო პირის ტერიტორიას წარმოადგენს.

თამთა მელაშვილი აპროტესტებს  სასტუმროს მშენებლობას, მან ამ თემასთან დაკავშირებით Facebook სტატუსი გამოაქვეყნა.

,,ამბროლაურის ხმა” დაინტერესდა ამ საკითხით და ესაუბრა ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს, მისი  განმარტებით, მიწა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ახლა დოკუმენტაციის წარმოდგენის პროცესი მიმდინარეობს,  მერია  სასტუმროს მშენებლობის ნებართვას აღნიშნულ ტერისტორიაზე, ყველა დოკუმენტის  წარმოდგენის შემდეგ გადაწყვეტს, კანონის შესაბამისად.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ შპს ,,სასტუმროს მართვის კომპანიის” წარმომადგენელს, მისი თქმით აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივებისაგან შეიძინეს,  ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მათი თქმით სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების შემდგომ დაიგეგმა სასტუმროს აშენება, ყველაფერი თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება, რომელიც არც სასაფლაოს და არც ამ ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ვენახებს საშიშროებას არ უქმნის, ამ ეტპაზე კი მზადდება დოკუმენტაცია,  მშენებლობის ნებართვისათვის. 

ასევე ვესაუბრეთ სოფელ იწის მკვიდრს ლევან კანთელაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ სოფლის პრობლემას  წარმოადგენს სასაფლაო, იქ როგორც ვიცით არის მცოცავი ნიადაგი, თუმცა ახლა გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, სხვა მხრივ  ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.