COVID 19 პანდემიის დროს სესხის გადახდის გადავადების შესახებ, რჩევები მოგვაწოდა ,,ფონდი შპარკასე საქართველომ”
სესხზე გადახდის გადავადების დროს, როგორც წესი, თქვენი სესხის ვადა
გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი ემატება სესხის თავდაპირველ ვადას.
მაგალითი: 2020 წლის 15 იანვარს აიღეთ სესხი, რომლის ვადა არის 12 თვე, შესაბამისად, მის
სრულად დაფარვას დაასრულებთ 2021 წლის 15 იანვარს, თუმცა 2020 წლის ივნისის თვიდან
ბანკმა მოგცათ უფლება, რომ ისარგებლოთ სესხის გადახდაზე 3 თვიანი საშეღავათო
პერიოდით, ანუ ივნისში, ივლისში და აგვისტოში სესხის შენატანს არ გადაიხდით. შედეგად,
თქვენი სესხის ვადა გახდება 15თვე (12+3). ამიტომ სესხის სრულად დაფარვას ნაცვლად 2021
წლის 15 იანვრისა დაასრულებთ იმავე წლის 15 აპრილს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არის
შემთხვევები, როცა სესხის გადავადებისას, სესხის თავდაპირველი ვადა საშეღავათო
პერიოდზე მეტი პერიოდითაც შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ამას ცოტა ქვემოთ განვიხილავთ.
• საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, ძირითადად, შესაძლებელია
მცირედით გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი თქვენს სესხზე.
მაგალითი: 2020 წლის თებერვალში აიღეთ სესხი, 500 ლარის ოდენობით, რომლის ვადა არის
6 თვე, ხოლო საპროცენტო განაკვეთი წლიური 10%. იქედან გამომდინარე, რომ სესხს იხდით
სტანდარტულად, ყოველთვიური გადახდის გრაფიკით, გადახდას დაიწყებთ მარტიდან და
სესხის სრულად გადახდას დაასრულებთ აგვისტოში (ცხრილი #1). მაგალითის
სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ წელიწადში არის 360 დღე, თვეში კი 30 დღე. აქვე
შეგახსენებთ, რომ პირველი გადახდისას საპროცენტო ხარჯი თქვენს სასესხო შენატანში იქნება
(500*10%)/360*30=4.17 ლარი. თქვენ სესხს იხდით ყოველთვიურად, რის შედეგად ამცირებთ
სესხის ძირის ნაშთსაც.
ცხრილი #1. სესხის გადახდის გრაფიკი (სტანდარტული გადახდით)
# | თვე | დღეების ინტერვალი | ყოველთვიური შენატანი | გადახდილი ძირი თანხა | დარიცხული საპროცენტო ხარჯი | დარჩენილი ძირის ნაშთი |
1 | მარტი | 30 | 85.78 | 81.61 | 4.17 | 418.39 |
2 | აპრილი | 30 | 85.78 | 82.29 | 3.49 | 336.09 |
3 | მაისი | 30 | 85.78 | 82.98 | 2.80 | 253.11 |
4 | ივნისი | 30 | 85.78 | 83.67 | 2.11 | 169.44 |
5 | ივლისი | 30 | 85.78 | 84.37 | 1.41 | 85.07 |
6 | აგვისტო | 30 | 85.78 | 85.07 | 0.71 | 0.00 |
ვთქვათ, მაისის თვიდან ისარგებლეთ სესხის 3 თვიანი გადავადებით (საშეღავათო პერიოდით
90 დღე), შედეგად თქვენი სესხის ვადა შეიცვლება და გახდა 9 თვე (ნოემბრამდე).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ! მიუხედავად იმისა, რომ ისარგებლეთ საშეღავათო პერიოდით,
რომლის განმავლობაშიც არ გიწევთ შენატანის გადახდა, არსებული სესხის ძირითად თანხაზე
(ძირზე) გრძელდება საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა.
იქედან გამომდინარე, რომ საშეღავათო პერიოდამდე თქვენს სესხზე ძირითადი თანხის ნაშთი
შემცირდა 336.09 ლარამდე, 90 დღიან საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო ხარჯი
ჯამში შეადგენს (336.09*10%):(360*90)=8.40 ლარს (ცხრილი #2). აღნიშნული თანხა, როგორც წესი,
თანაბრად გადანაწილდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ ყოველთვიურ შენატანებზე (ამ
შემთხვევაში 4 თვეზე – 8.4:4=2.10 ლარი), რაც გამოიწვევს საშეღავათო პერიოდის შემდეგ
დარჩენილი თითოეული შენატანის მცირედით გაზრდას (აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით).
ცხრილი #2. სესხის გადახდის გრაფიკი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით (I ვერსია)
# | თვე | დღეების ინტერვალი | ყოველთვიური შენატანი | გადახდილი ძირ. თანხა | დარიცხული საპროცენტო ხარჯი | დარჩენილი ძირის ნაშთი |
1 | მარტი | 30 | 85.78 | 81.61 | 4.17 | 418.39 |
2 | აპრილი | 30 | 85.78 | 82.29 | 3.49 | 336.09 |
3 | მაისი |
90 |
– | – |
8.4 |
336.09 |
4 | ივნისი | – | – | 336.09 | ||
5 | ივლისი | – | – | 336.09 | ||
6 | აგვისტო | 30 | 87.88 (+2.10) | 82.98 | 4.90=(2.80+2.10) | 253.11 |
7 | სექტემბერი | 30 | 87.88 (+2.10) | 83.67 | 4.21=(2.11+2.10) | 169.44 |
8 | ოქტომბერი | 30 | 87.88 (+2.10) | 84.37 | 3.51=(1.41+2.10) | 85.07 |
9 | ნოემბერი | 30 | 87.88 (+2.10) | 85.07 | 2.81=(0.71+2.10) | 0.00 |
როგორც ვხედავთ, საშეღავათო პერიოდით სარგებლობას თან ახლავს მისი დასრულების
შემდეგ სასესხო შენატანების ზრდა. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, არსებობს ისეთი
შემთხვევაც, როცა შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის შემდგომ ყოველთვიური შენატანები
არ გაიზარდოს. მოდით, გავიგოთ, რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი. მანამდე თუ
შეგახსენებთ, რომ სარგებლობთ სესხზე გადახდის გადავადებით, თქვენი სესხის
თავდაპირველ ვადას ემატება საშეღავათო პერიოდის ვადა. წინამდებარე მაგალითშიც
სწორედ ასე შეიცვალა სესხის თავდაპირველი ვადა – 6 თვიდან 9 თვემდე. თუმცა, შეიძლება
იყოს შემთხვევებიც, როცა ფინანსურმა ინსტიტუტმა შემოგთავაზათ საშეღავათო პერიოდის
შემდეგ ყოველთვიური შენატანის მოცულობის უცვლელად დატოვება, იმის ხარჯზე, რომ
სესხის ვადა გაგიზარდათ საშეღავათო პერიოდის თვეებზე მეტი ხნით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგივე მაგალითის მიხედვით, თქვენი შენატანი იგივე დარჩება, თუ
საწყის 6 თვეს დაემატება არა 3 თვე (საშეღავათო პერიოდის დროის ინტერვალი), არამედ 4 ან
მეტი თვე (ცხრილი #3). ამ დროს საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო ხარჯი არ
გადანაწილდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თითოეულ შენატანზე (როგორც წინა
ვერსიაში იყო), არამედ სრულად დაემატება საშეღავათო პერიოდის მომდევნო თვის
საპროცენტო ხარჯს. ჩვენს მაგალითში ეს აგვისტოში მოხდა (2.8+8.4), ხოლო ამის გამო, სესხის
საბოლოო ვადა 9 თვის ნაცვლად 10 თვე (დეკემბრის ჩათვლით) გახდა (6+4=10).
ცხრილი #3. სესხის გადახდის გრაფიკი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით (II ვერსია)
# | თვე | დღეების ინტერვალი | ყოველთვიური შენატანი | გადახდილი ძირ. თანხა | დარიცხული საპროცენტო ხარჯი | დარჩენილი ძირის ნაშთი |
1 | მარტი | 30 | 85.78 | 81.61 | 4.17 | 418.39 |
2 | აპრილი | 30 | 85.78 | 82.29 | 3.49 | 336.09 |
3 | მაისი |
90 |
– | – |
8.4 |
336.09 |
4 | ივნისი | – | – | 336.09 | ||
5 | ივლისი | – | – | 336.09 | ||
6 | აგვისტო | 30 | 85.78 | 74.58 | 11.20= (2.8+8.4) | 261.51 |
7 | სექტემბერი | 30 | 85.78 | 83.60 | 2.18 | 177.91 |
8 | ოქტომბერი | 30 | 85.78 | 84.30 | 1.48 | 93.61 |
9 | ნოემბერი | 30 | 85.78 | 85.00 | 0.78 | 8.62 |
10 | დეკემბერი | 30 | 8.69 | 8.62 | 0.07 | 0.00 |
აღნიშნული მაგალითიდან შეგვძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა:
• სესხის გადავადება, გარდა იმისა, რომ გაძლევთ შეღავათს, ასევე გიზრდით სესხის
საპროცენტო ხარჯს. ამის მიზეზი არის ის, რომ საშეღავათო პერიოდში სესხის ძირითადი
ნაშთი (ძირი), რომელსაც საპროცენტო განაკვეთი ერიცხება, რჩება უცვლელი;
• სესხის საპროცენტო ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის
საშეღავათო პერიოდით სარგებლობთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხანგრძლივია
საშეღავათო პერიოდი, მით უფრო მაღალია საპროცენტო ხარჯი;
• სესხზე შენატანის გადავადებისას, საშეღავათო პერიოდით დასრულების შემდეგ,
გადახდის გრაფიკი ძირითადად შეიძლება შეიცვალოს ორი ფორმით:
1. სესხის თავდაპირველ ვადას ემატება საშეღავათო პერიოდი და ამ საშეღავათო
პერიოდის გასვლის შემდეგ იზრდება თქვენს სესხზე შენატანები;
2. სესხის თავდაპირველ ვადას ემატება საშეღავათო პერიოდზე მეტი დროის ინტერვალი
(1 ან მეტი თვე) და საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენს სესხზე შენატანები
იგივე რჩება;
აღნიშნული მაგალითიდან შეგვძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა:
- სესხის გადავადება, გარდა იმისა, რომ გაძლევთ შეღავათს, ასევე გიზრდით სესხის საპროცენტო ხარჯს. ამის მიზეზი არის ის, რომ საშეღავათო პერიოდში სესხის ძირითადი ნაშთი (ძირი), რომელსაც საპროცენტო განაკვეთი ერიცხება, რჩება უცვლელი;
- სესხის საპროცენტო ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის საშეღავათო პერიოდით სარგებლობთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხანგადახდის გრაფიკი ძირითადად შეიძლება შეიცვალოს ორი ფორმით:
- სესხის თავდაპირველ ვადას ემატება საშეღავათო პერიოდი და ამ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ იზრდება თქვენს სესხზე შენატანები;
- სესხის თავდაპირველ ვადას ემატება საშეღავათო პერიოდზე მეტი დროის ინტერვალი (1 ან მეტი თვე) და საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენს სესხზე შენატანები იგივე რჩება;
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გადახდის გრაფიკის ცვლილება, წარმოადგენს მსესხებელსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს, ამიტომ პრაქტიკაში შესაძლოა არსებობდეს გადახდის გრაფიკის სხვა ფორმაც.
- გრძლივია საშეღავათო პერიოდი, მით უფრო მაღალია საპროცენტო ხარჯი
- სესხზე შენატანის გადავადებისას, საშეღავათო პერიოდით დასრულების შემდეგ, თქვენს სესხზე შენატანები იგივე რჩება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გადახდის გრაფიკის ცვლილება, წარმოადგენს მსესხებელსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს, ამიტომ პრაქტიკაში შესაძლოა არსებობდეს გადახდის გრაფიკის სხვა ფორმაც.