/ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

Spread the love

 COVID 19 პანდემიასთან დაკავშირებით ფინანსური ინსტიტუტების მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა მოსახლეობაში, დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდა  ,,ფონდი შპარკასე საქართველომ”

 

რა ფორმით მოხდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესება?

საშეღავათო პერიოდის კამპანია საფინანსო ინსტიტუტების უდიდესმა ნაწილმა დაიწყო 2020 წლის 13 მარტიდან და ის წარმოადგენს სესხებზე სამ თვიანი ,,საშეღავათო პერიოდის“ დაწესებას 2020 წლის ივნისის ბოლომდე.

საშეღავათო პერიოდის I ეტაპი: სასესხო შეღავათების დაწესება ქვეყანაში ვირუსული პანდემიის საწყის ეტაპზევე განხორციელდა. 2020 წლის 13 მარტიდან საფინანსო ინსტიტუტებმა აქტიურად დაიწყეს მსესხებლებისთვის სესხებზე საშეღავათო პერიოდის შეთავაზება. პროცესი ნებაყოფლობითი ხასიათის იყო და თუკი მსესხებელი არ გამოთქვამდა სესხზე  გადახდის გადავადების სურვილს, მას შეეძლო სესხის გადახდა გაეგრძელებინა მისი არსებული გრაფიკის მიხედვით. რაც შეეხება სესხების ამ კონკრეტული გადავადების შინაარსს, ის წარმოადგენს სესხებზე სამ თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებას 2020 წლის ივნისის ბოლომდე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესებისას?

  • არ იცვლება გადასავადებელი სესხის საპროცენტო განაკვეთი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი);
  • არ ხდება პროცენტის კაპიტალიზაცია (პროცენტზე პროცენტის დარიცხვა);
  • არსებულ ვითარებაში სესხის გადავადება უარყოფითად არ მოქმედებს მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე;
  • ფიზიკური პირების საშეღავათო პერიოდის დაწესება ხდება 1 (ერთი) მსესხებლის ყველა სასესხო პროდუქტზე (რამდენიმე სესხის შემთხვევაში არ ხდება რომელიმეს არჩევა).

რომელ საბანკო პროდუქტებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

  • სამომხმარებლო სესხები;
  • იპოთეკური სესხები;
  •  ავტოსესხები;
  •  განვადებები;
  •  სალომბარდე სესხები;
  •  საკრედიტო ბარათები;
  •  სახელფასო ოვერდრაფტები.

როგორ განვსაზღვროთ საშეღავათო პერიოდი?

-საშეღავათო პერიოდის კამპანია საფინანსო ინსტიტუტების უდიდესმა ნაწილმა დაიწყო 2020 წლის 13 მარტიდან, ამიტომ საშეღავათო თვეების განსაზღვრა მოხდა იმის მიხედვით, თუ ამა წლის მარტის რომელ რიცხვში ჰქონდა მსესხებელს შენატანი:

საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშეღავათო პერიოდის კამპანია საფინანსო ინსტიტუტების
უდიდესმა ნაწილმა დაიწყო 2020 წლის 13 მარტიდან, ამიტომ საშეღავათო თვეების
განსაზღვრა მოხდა იმის მიხედვით, თუ ამა წლის მარტის რომელ რიცხვში ჰქონდა მსესხებელს
შენატანი:
• თუ მსესხებელს სესხზე შენატანის გადახდა უწევდა 1-12 მარტის პერიოდში, რაც
გულისხმობს იმას, რომ მას ეს შენატანი საშეღავათო პერიოდის დაწესებამდე უკვე
გადახდილი უნდა ჰქონოდა, მისთვის საშეღავათო პერიოდის თვეებად განისაზღვრა
2020 წლის აპრილი, მაისი და ივნისი;
• თუ მსესხებელს სესხზე შენატანის გადახდა უწევდა 13-31 მარტის პერიოდში, მას
აღარ მოუწევდა მარტის თვის შენატანის დაფარვა, ხოლო მისთვის საშეღავათო
პერიოდის თვეებად განისაზღვრა 2020 წლის მარტი აპრილი და მაისი. ამასთან,
მსესხებლებისთვის, რომელთაც გამოთქვეს 13-31 მარტის პერიოდში არსებული
შენატანის გადახდის სურვილი, ზოგიერთმა საფინანსო ინსტიტუტმა მათ სესხებზე
საშეღავათო თვეებად განსაზღვრა 2020 წლის აპრილი, მაისი და ივნისი.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას მომხმარებლისთვის რომელი საკითხებია საყურადღებო?

–ბუნებრივია, სესხ(ებ)ზე გადახდის გადავადების მთავარი იდეა გახლავთ გარკვეული დროის განმავლობაში მსესხებლისთვის შეღავათის გაკეთება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დროის მიცემა. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ შედეგებს, რომელსაც მიიღებთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას. შევეცდებით, განვმარტოთ თითოეული მათგანი შესაბამისი მაგალითების საფუძველზე.

 



Spread the love