/სესხების გადავადება – საშეღავათო პერიოდის II ეტაპი

სესხების გადავადება – საშეღავათო პერიოდის II ეტაპი

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი
სესხების გადავადება ახალი კორონავირუსის პირობებში, საშეღავათო პერიოდის II ეტაპის შესახებ დაწვრილებით

 

მოქალაქეთა ნაწილისთვის, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური ან საგრძნობლად შეუმცირდა შემოსავალი, ფინანსური ინსტიტუტები სესხებს კიდევ 3 თვით გადაუვადებენ

ეს მოხდება იმავე პირობით, რაც პანდემიის პირველ ეტაპზე. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან ინფორმაციას მიიღებენ მომსახურე ფინანსური ინსტიტუტებისგან, რის შემდეგაც შეეძლებათ მიმართონ მათ შესაბამისი მოთხოვნით.

კრიტერიუმები, რომელსაც ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს, სასესხო შეღავათების მისაღებად:

  • ფიზიკური პირებს, ვინც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და ფინანსური ინსტიტუტებისგან მიიღებს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებით 3 თვეს. ეს მომხმარებლები 2020 წლის 10 ივნისიდან მიიღებენ კონკრეტულ შეთავაზებებს ფინანსური ინსტიტუტებისგან
  • ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ ასრულებს საკრედიტო ვალდებულებებს, საფინანსო ინსტიტუტები საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს სურს არსებულ სესხზე პირობების ცვლილება (მაგალითად, სესხზე შენატანის გადავადება) და არ მოექცევა მომხმარებლების ზემოთ აღწერილ კატეგორიაში, უნდა მიმართოს მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტს. მიმართვის შემდეგ ფინანსური ორგანიზაცია ინდივიდუალურად განიხილავს მომხმარებლის მოთხოვნას, შეაფასებს მის ფინანსურ მდგომარეობას და ასე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ინფორმაცია მოგვაწოდა: ,,ფონდი შპარკასე საქართველომ”