/ეს დღე შენია!!

ეს დღე შენია!!

Spread the love

დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ქართველისთვის, იმთავითვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელასაც  ასე მარტივი როდია წაართვა ის, რაც არსებობაზე მნიშვნევანია.

ის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, ერთპიროვნულად შეგვიძლია იმ პოეტებსა თუ მწერლებს მივაწეროთ,რომლებმაც დამანგრეველი იდეური ძვრები დაიწყეს ქართველ ხალხში, ლიტერატულის საშუალებით. პოლიტიკური ლიდერები,როგორებიც იყვნენ:ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. შეძლეს ის,რაც იმ დროში თავგანწირვის ტოლფასი იყო.

აგერ უკვე ას ორი წელია,ავად თუ კარგად, ვიცავთ იმ ბოძებულ ტიტულს, რომელსაც დამოუკიდებლობა ჰქვია. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დედამიწაზე არ მეგულება (კონკრეტულად ევროპული ხაზით), არც ერთი წამყვანი ქვეყანა თუ უძველესი რასა ,რომელსაც სიტყვა „დამოუკიდებლობასა“ და „თავისუფლებაზე“, ბედნიერებასთან ერთად, ტკივილის გრძნობაც ეუფლებოდეს .

“დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”- ზვიად გამსახურდია

წარმოდგენაც კი იმდენად სასიამოვნო პროცესია,როდესაც ვფიქრობ: „რას დავაღწიეთ თავი?“. ინფორმაციული ვაკუუმი, ყველა განსხვავებული აზრის ცენზურით გაჩუმება. რკინის ფარდა,რომელმაც თითქოს პლანეტას მოგვწყვიტა.

ამდენი წლის შემდეგ, მაინც ვერ მოვიშუშეთ ის იარა, რომელიც 1801 პირველი წლიდან მივიღეთ. სისხლში და გენეტიკაში გაგვიჯდა ის ფსიქოლოგია, რომელსაც ,,ფარდის ქვეშ” მყოფნი ატარებდნენ.ვინ არ მიდი-მოდიდა და  გადი-გამოდიოდა ჩვენზე… 

ჩვენ შევძელით, ის რისი გაკეთებაც ბევრმა, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა..

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!


Spread the love