/ხელოვნება ადამიანისთვის ან ადამიანი ხელოვნებისთვის

ხელოვნება ადამიანისთვის ან ადამიანი ხელოვნებისთვის

Spread the love

. რას ეფუძნება ან რა არის საწყისი ხელოვნებისა? ცოტას თუ უფიქრია.

    ხელოვნების სულის ჩამდგმელად  შეგვიძლია მივიჩნიოდ ის ადამიანი, ვინც პირველად ნახშირით გადმოგვცა მაშინდელი ნადირობისა თუ ბრძოლების სცენები, გამქვაბულის კედლიდან დღემდე შემორჩენილ ნახატებსა თუ გამოსახულებებს, დიდი როლი მიუძღვის ხატვითი კულტურის დახვეწაში, სწორედ მაშინ დაიწყო ხელოვნების,როგორც ამოუწურავი რესურსის, გაღვივება ადამიანში.

  რეალობა, სიმართლე ,რომელსაც ხშირშემთხვევაში სიურეალიზმამდე მივყავართ.

   ერთი შეხედვით ხელოვნება დიდი აფსურდია და მეტი არაფერი, სწორედ ამ აფსურდში დევს თითოეული ადამიანის დამოკიდებულება, ინდივიდუალიზმი, სწრაფვა იდიალურობისაკენ, ,,გაქცევა”, შემეცნება, განცდა და გრძნობა, ყველაფერი ის რაც ადამიანურია, უფრო კი ღვთაებრივი.

    ხელოვნებას,როგორც ყოველდღიურობას,იშვიათად თუ აღიქვამს ადამიანი, მეტიც, მხოლოდ გამორჩეული ბუნების მქონეთ შეუძლიათ აღქმა ყოველი დღის ისე,როგორც ახალი თავგადასავლის, ახალი შანსის, ახალი ემოციების და ,,ბუნების დიდი საჩუქრის” რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

    “ხელოვნება ტყუილია. რომელიც გვაძლევს უფლებას გავაანალიზოთ სიმართლე”

     მთაში, ბარში, ქალაქში, სოფელში, მზის ჩასვლის დროს მზესუმზირის ყანაში თუ ბნელ ოთახში, ომში, ქარში, წვიმაში, მანქანაში, მეტროში…  ამ დროს ერთი წამია საჭირო–ნიუანსის დასაჭერად, სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს ხელოვანს ბიძგს, იმისთვის რომ შემნას ისეთ ნამუშევრები, როგორიცაა; გერნიკა (პაბლო პიკასო), მთვარის სონატა (ბეთჰოვენი), შემდგომის ვალსი (შოპენი), ღამის კაფე, არლის ახლოს (ვან გოგი), ათენის სკოლა (რაფაელი), დიურერის ავტოპორტრეტი, აპლონი და დაფნე (ბერნინი)

     ყველა ხელოვანი ბავშვური ფანტაზიით აზროვნებს.

   აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი ხელოვანი იბადება,ზოგი კი ამ ნიჭს ასაკის მატებასთან ერთად კარგავს. პაბლო პიკასოს ააქვს ასეთი რამ ნათქვამი: ”ყოველი ბავშვი- მხატვარია. რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ, რაც გაიზრდება.”

   ყველაზე მოსაფრთხილებელი ბავშვის გრძნობებია, რომ მისმა გონებამ და აზროვნებამ დროს ,,გაუძლოს”, ასაკის მატებასთან ერთად ,  უსიამოვნო შეგრძნებებით გაჯერებულმა ყოველდრიურობამ არ დაუბინძუროს ფანტაზია.

    ხელოვნებას ჭირდება ადამიანი , რადგან დედამიწამ განვითარება არ შეაჩეროს, ადამიანს კი ხელოვნება, რადგან დედამისიწამ განვითარების საუკეთესო გზები ნახოს, ბევრად უფრო ჰუმანური და უვნებელი, იცხოვროს შინაარსიანად, საინტერესო საზოგადოებაში.

   


Spread the love