/ნიკოლოზ ხომასურიძე ახალი ფილმის შესახებ

ნიკოლოზ ხომასურიძე ახალი ფილმის შესახებ

Spread the love

. ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი

,,დავიწყებული მეფე” არის ნიკოლოზ ხომასურიძის პირველი ფილმი, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის” კოდებზეა შექმნილი, ფილმი უწყვეტი კადრით არის გადაღებული,105 წუთი  ყოველგვარი მონტაჟის გარეშეა.

მეორე ფილმი კი ყველასათვის ცნობილი  ,,ექვთიმე ღვთის კაცი” არის, რომელიც ეხება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მაშინდელ საქართველოს მდგომარეობას. ამბროლაურში, ფილმის ჩვენება Cinema Club In Racha-მ გამართა.

ნიკოლოზ ხომასურიძე ახალ ფილმზე მუშაობს, რომელსაც ,,საქართველო” ჰქვია, ფილმი არის ქართულ ცეკვაზე სიმღერაზე და ღვინის უძველეს ისტორიაზე, ამ ყველაფერის პარალელურად მოთხრობილია სიყვარულის არჩვეულებრივი ისტორია.

როგორც თავად რეჟისორი აბობს: ,,ფილმი, სულ სხვა თვალით დაგანახებთ ქართულ ცეკვას, ეს ფილმი იქნება საქართველოს სავიზიტო ბარათი, უცხოეთში.”

გადაღებები საქართველოს ყველა კუთხეშია დაგეგმილი, მათ შორის რაჭაში, ფილმში იქნება რაჭული ცეკვა და სიმღერა.

,,ჩემი მთელი ცხოვრება რისკის ქვეშაა ყოველთვის”

,,მთელი მსოფლიო ნატრობს და იგონებს ისტორიებს, რომ მათ მოქალაქეებს სამგალითო გმირები ჰყავდეთ,რომელთა მაგალითზეც გაზრდიან შვილებს, ჩვენ კი ასეთი გმირები უამრავი გვყავს. საქართველოს აქვს ისეთი ისტორია და ჰყავს ისეთი გმირები, რომელთა გაცოცხლება აუცილებელია.”

მოუსმინეთ _ https://www.mixcloud.com/ambrolauriskhma/ნიკოლოზ-ხომასურიძე-ახალ-ფილმზე-მუშაობს/




Spread the love