/ბოლო ზარი

ბოლო ზარი

Spread the love

. დღე, რომელსაც მომავლის იმედითა თუ დაუოკებელი შემართებით ელოდები…

ცუდად თუ კარგად მოსაგონარი, თორმეტ წლიანი პიროვნული ჩამოყალიბება სრულდება და რჩები პირისპირ ცივ კედელთან, რომელსაც ჩვენ მომავლის გეგმებს ვეძახით.

     იმის გააზრებაც კი,რომ  სკოლას ამთავრებ სულის ფორიაქს იწვევს. სკოლის საბოლოო დასასრულის წინა ღამეს ფიქრები გიპყრობს,ხვდები, რამდენად რთულია: დამოუკიდებელობა,  აირჩიო პროფესია, ამ ყველაფერს ემატება სამსახურის შოვნა,ოჯახი, შვილები, ფიქრები…

შენდა უნებურად გადაჰყავხარ ,,ფილოსოფიაში”, საერთოდ აღარ გინდა, რომ გათენდეს.

   წინ ემოციებითა და სიხარულით დატვირთული დღე გელოდება.

     ესაა დღე, როდესაც სკოლიდან ყველა თვალცრემლიანი გაცილებს,სკოლა დამთავრებულთა პირველ გაკვირვებას სწორედ ეს იწვევს, მაშინ მეგონა: “მემგონი კაი ადგილზე არ მივდივართ–მეთქი და ლამის დარჩენაზეც დავფიქრდი“, თუმცა მივხვდი, რომ სიახლის შიში ხელს არ მომიმართავდა ცხოვრებაში, ეს  ყველაფერი კი ნახევრად ხუმრობით, ფიქრი ყველაზე მეტად ზუსტად მაშინ არ შემეძლო, როდესაც ამდენ ბედნიერ ადამიანს ვუყურებდი.

     ყველაზე კარგია,როდესაც მეგობრებში იმედიან თვალებს ხედავ…

     აგერ უკვე მეორე წელია რაც სიტყვა სკოლა,ნოსტალგიურ და სენტიმენტალურ გრძნობებს აღძრავს ჩემში,მაშინ როდესაც სკოლის ხსენებაც კი, არა ამქვეყნიურად მეზარებოდა.

  ვიგრძენი, რომ თორმეტი წელი მოვანდომეთ საკუთარი ნავების აგებას და ახლა „ყველა თავის ნავში ჩაჯდა, ყველამ სადღაც გაცურა“.  

   ძალიან საინტერეს ეპოქაში და ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრება,თავის დადებითი თუ უარყოფითი ნიუანსებით.

     “წარსულზე მეტად, მე მომავალი უფრო მაინტერესებს, რადგან სწორედ მასში ვაპირებ ცხოვრებას.” -ალბერტ აინშტაინი.


Spread the love