. რაჭაში გოგონათა ფეხბურთის კლუბი ყალიბდება
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი ბექა ოშხერელი) და Open Fun Football–ის ერთერთი ორგანიზატორის მამუკა კვარაცხელიას ინიციატივით და FAIR TREES FOUNDATION– ხელშეწყობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გოგონათა კლუბის ჩამოყალიბებას ეყრება საფუძველი, რომლის ფუნქციონირება პირველი ივნისიდან იგეგმება
კლუბის მწრვთნელი იქნება კესო მეტრეველი, რომელიც 17 წლისაა.
კესო ფედერაციის ხელშეწყობით, სულ მალე UEFA–ს C კლასის სერთიფიკატის მწრთვენელი გახდება და მოამზადებს გოგონებს ჩვენს რეგიონში.
2021 წელს იგეგმება გოგონების დანიაში წასვლა, სადაც Dana Cup ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. ამ ყველაფრის ორგანიზებაზე ერთობლივად იმუშავებს Open Fun Football–ის ხელმძღვანელობა და რაჭა –ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, FAIR TREES FOUNDATION კი მათ წაყვანას სრულად უზრუნველყოფს.
FAIR TREES FOUNDATION ასევე უზრუნველყოფს კესო მეტრეველის ჰონორარს.
Fair Trees–ის წარმომადგენელი ჟანა ბაბუნაშვილი– https://soundcloud.com/radio-olim/gueuh34janb4