სხვადასხვა კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების მქონე 60 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადაეცა
Fair Trees–ის წარმომადგენელი ჟანა ბაბუნაშვილი
,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენმა“ (FAIR TREES FOUNDATION), გადაწყვიტა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარება, ფონდმა მათთვის ჰიგიენური და საკვები ამანთების შეძენა სრულად დააფინანსა.
თითოეული კალათა 300 ლარის ღირებულებისაა, ამ ყველაფრის შესყიდვა საქართველოს წითელმა ჯვარამ მოახდინა, მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ამანათების მომზადების, წითელი ჯვირის ამბროლაურის ფილიალი გვეხმარება განაწილებასა და ბენეფიციარებამდე მიტანაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადმოგვცა ბენეფიციართა სია, ასევე გვეხმარებიან ტრანსპორტირებაში.
კარანტინი ყველას შეეხო, გამონაკლისები არც ჩვენი მკრეფავები არიან, ჩვვენი გირჩის შემგროვლებლების ოჯახებს ანალოგიურად გადავეცით ამანათები.
მსგავსი აქცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”